четверг, 15 января 2009 г.


გამარჯობათ, მე მქვია გიგი, გვარად ტაბატაძე. ვსწავლობ ქ.გორის მე-8 საჯარო სკოლაში და ვარ მეორე კლასში. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი სახელის ისტორია და გადავწყვიტე პასუხი დედიკოსგან მიმეღო.

- დედიკო, ჩემი სახელი გიგია თუ გიორგი?
- გიორგი შენი სახელის ფუძეა და მოფერებით გიგის გეძახით.
- გიორგი რატომ დამარქვით?
- იმიტომ, რომ შენს პაპას ჰქვია გიორგი.
- მარტო პაპას ერქვა გიორგი თუ კიდევ ვინმეს?
- შენს გვარში მხოლოდ პაპას. ისე კი შენი სახელი ძლიერ გავრცელებულია საქართველოში. ამ სახელს ოდითგანვე ატარებდნენ საქართველოს მეფეები, მხედართმთავრები.
ჩვენ ქრისტიანებს ამ სახელის მატარებელი წმინდანი გვყავს, რომელმაც თავი შესწირა ქრისტიანულ სარწმუნოებას და დღესდღეობით ყველა ქართველი ქრისტიანი უნთებს მის ხატს სანთლებს. მისი სახელობის სალოცავებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა მოფენილი და როგორც წინაპრებისაგან ვიცი , მათი რაოდენობა 363 - აღწევს.

- დედიკო , ესე იგი, მე, პაპას, მეფეებს, მხედართმთავრებს, ყველას მის საპატივსაცემოდ დაგვარქვეს გიორგი?

ვფიქრობ, მასეა!
- დედიკო, საიდან იყო წარმოშობით წმინდა გიორგი?- კაბადოკიელი.
- მე საიდან ვარ წარმოშობით?
- შენ წარმოშობით ქართლელი ხარ. შენი მამიკოს წინაპარი ბოშურის ხეობაში ცხოვრობდა, შემდეგ ატენის ხეობაში ჩამოსახლდნენ, ახლა კი გორში ცხოვრობ და შენი შვილებიც აქ დაიზრდებიან.
მე როგორი ვარ?

_მირი
_მედი
_მახიანი
_აინდი
_ულადი
_ღბლიანი